Предыдущая публикация
ხელებს შეცივნულს და ნაწვიმარს,
მოხვალ, შემომაჭდობ კისერზე .
მე ხომ სიყვარულის ნამწვი ვარ .
კისერს შენი ხელი მისველებს .
სხივი შეგამჩნიე ბაგეზე.
ფერი - ალუბლისა და შინდის .
შენი სიახლოვე მაქეზებს.
ახლა შენთანა ვარ . დამშვიდდი!
მზე ხომ ,სასწაული , ზეცამ შვა.
ღრუბლებს მოქცევია მაღლიდან .
ხელი ჩემ კისერზე შეგაშრა.
ნამწვი ხელმეორედ გაღვივდა .
ასე თუ იქნება ყოველთვის,
მაშინ მე რა წვიმა დამღლიდა.
ხშირად შემახსენე _ " მოვედი"!
წვიმაც სინანულად არ ღირდა.
ალეკო ჩინჩალაძე . 22 . 08 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев