Предыдущая публикация
იქვე ვიდექ.
შენთან ვიყავ
და არც ვიყავ.-
ვინ გაიგებს , ამით რა ვთქვი
და ჩამთვლიან , ალბათ ბრიყვად .
სამყაროში ვერ ვეტევი!
შენთან მოველ ბეწვის ხვრელით.
შეგეხე და ვერც შეგეხე.
დაგშორდი და მეწვის ხელი .
მართალს ვამბობ ,
თანაც ვტყუი.
მოწმე მყავს და ვერ მიმოწმა.
ზოგს ჰგონია , მარტო მზე წვავს.-
ყურს ზამთარში ყინვაც მოგწვავს.
საუკუნე მეცოტავა.
დავჯერდები შენთან ორ წამს.
ყველაფერი აბსურდია .
მთავარია , ღმერთი რომ მწამს!
ალეკო ჩინჩალაძე . 18 . 08 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев