Предыдущая публикация
ვერც წლები და ტვირთი
ვერ შემიცვლის იერს.
გაკოცებდით ახლა
გულში , ნებისმიერს.
სანაგვეში არ ვყრი ,
ვარდებს , დამჭკნარ იებს .
და სიცოცხლის კერის
არ ვთმობ ინტერიერს.
რქაწითელის წვენით
ვკვებავ არტერიებს.
ჩემი მზერა ახლა
მთელ სამყაროს უვლის .
მზესაც კი აქვს თვალი
ტკბილად მილულული.
დამადგება ფიქრი-
თოფის გლუვი ლულით.
თავს მახსენებს დილა -
ღამის მიწურული .
მაქვს თამამი გული
ნიტროგლიცერინით.
პოსტ სკრიპტუმი ნახეთ
ქვემოთ მიწერილი.
სიყვარულს წიბო
სულს მაქვს მიწვერილი.
P . S .
მითხრეს ყველას უყვარს
რაღაც , ახალიო.
და ვიტოვებ სათქმელს
ზოგსაც ,სახვალიოდ .
ალეკო ჩინჩალაძე .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев