შენ არსად არ ხარ, მე კი გეძებდი... შენ ხარ იმედი დაკარგულისა... შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას... გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში, ყაყაჩოები როგორ წითლდება... ქარი რას ამბობს , წვიმა რას არ თმობს, ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება... მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები, შენ ხარ იმედი დაკარგულისა... მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე, ახსნა მინდოდა სიყვარულისა..
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 8
მე მოვალ შენთან, ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.
გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...
თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.
და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.
გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვა კაცებს
შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი...
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას...
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება...
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს,
ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება...
მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები,
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე,
ახსნა მინდოდა სიყვარულისა..
❀მთვარის სონატა.
თუ დედამიწას ხაზი გაუსვით
განა სიცოცხლეს ფასი ექნება?
<f s
...Ещё❀მთვარის სონატა.
თუ დედამიწას ხაზი გაუსვით
განა სიცოცხლეს ფასი ექნება?
თუ კი არ გვჯერავს აქ სიყვარულის
მთვარის სონატას ვინ დაგვიწერდა.
თუ უარყოფითს ვეღარ შევიგრძნობთ
არც დადებით არ შეიგრძნობა,
სევდა დარდები ყოველის განცდა
დაბადებიდან ცრემლით იწყება.
თუ დედამიწას ხელებს აუქნევ
თქვენ როგორ ფიქრობთ კარგი იქნება?
ქვეყნად გაჩნდება დიდი ქაოსი
მთვარის სონატა აღარ იქნება.
მე ყველა ტკივილს ხაზი გაუსვი
ჩემი აღმა სვლა ეხლა იწყება,
მივალ უფალთან გულს მოვიოხრებ
და ყველაფერი კარგად იქნება.
ავტ. კოკა შანიძე.
❀❀❀❀❀❀
ისევ თაიას
მთის ქალებს სხვა ეშხი,
ლაზათი,
დაგყვებათ ხომ იცი
თაიავ,
მავდიორ მუცოსკენ სავალი
უგზო და უკაცო
მთანია.
გამოვცდი ანატორს,
ბობოქრობს
არღუნი,
უყვართო მთის კაცებს
ზვავებთან კაფია
და თოვლზე ასხლეტილ სიყვარულს
ქალშავებს,
უწყობენ მკლავებზე
მაგდისა თაიავ?
სხვა ეშხი, ლაზათი
დაგირბის ტუჩებზე,
დაგეწვეს ღაწვები
რას მორცხვობ რაია,
მაინც ჩემ გახდებ და
მაინც ჩემ მკლავებში,
იყუჩებ მწუხრის პირზე
ყოველდღე თაიავ
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი
არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას
თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას
მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის
თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
ვეძებ დასაყრდენს, მხარდაჭერას თითო კაციდან
მიშველის? ალბათ, დარიგება ბრძენი კაციდან
არავინ არ სჩანს ჰორიზონტზე, მხოლოდ ხაზია
ჩემს ცხოვრებაში, ნეტავ ვიცოდე, სად რა ხაზია
სხვისი იმედით, სხვისი აზრით არც მინდა ვიყო
მინდა ჩემს გვერდით ბედნიერი მხოლოდ შენ იყო
თუმცა ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მე შევძლებ
ამ ეტაპზეც ხომ უშენობით, მიჭირს, მაინც ვძლებ
მაინც გავბედავ, დაგიძახებ და შენთან მოვალ
შენს ცხოვრებაში, წრფელი გულით, თვითონ შემოვალ
დაგანახებ რომ ამ ცხოვრებას რაღაც აკლია
და ეს რაღაცა ჩემთვის, შენთვის, დიდი ნაკლია
ვფიქრობ ცხოვრებას რომ შეავსებს, ჩვენი გრძნობები
და ამ გრძნობებს კი შენი
...Ещёმიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი

და ამ გრძნობებს კი შენი მხიდან დაველოდები