შენზე ფიქრები კვლავ მომაწვება, დარდს დამიბრუნებს ცრემლს გამიახლებს. ჩემი თვალები კვლავ სიყვარულით შემოგხედავენ, კვლავ ინატრებენ შენი თვალების მუდამ ხილვაზე. ჩვენს სიყვარულზე ალბათ მარტო მთები ტირიან, იქ დაბადებულს ლამაზ სიყვარულს კვლავ მისტირიან. მხოლოდ ისენი დაინახავენ სევდიან მზერას შენსკენ მომართულს ხმას ვერ გაგცემენ, ვერ გეტყვიან როგორ მიყვარხარ. მდუმარედ ასე იდგებიან მუდამ ეს მთები. სულ მოუნდებათ შენთვის იმის თქმა: "შენ მას უყვარხარ" მაგრამ ვერ გეტყვის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1