Предыдущая публикация
და გულში დარდებს აღარ ვიკლავდე
გადავივლიდი გულმოკლული მინდორს
მასთან რომ ვიყო ვისაც ვუყვარდე
რომ წვიმასავით სულ ვრცელი ვიყო
შენს ქუჩას მტვერი აღარ ექნება
თმას დაგისველებ ტუჩებს დაგიდნობ
იგრძნობ რარიგად გულს მაქვს შეტევა
მე რომ მზესავით სულ თბილი ვიყო
შენს გაღვიძებას გულს ჩავიკრავდი
რომ არ გაგეგო სიცივის ვიწრო
მარწუხები და დაგიფარდავდი
მე რომ ზამთარში ფანტელი ვიყო
დაგადნებოდი ტუჩებზე ნაზად
არ მოგაკლებდი ყინვაში სითბოს
შენს აჩრდილებად ვიქნები მარად
მე რომ სიზმარში ღამის დრო ვიყო
გაგინათებდი სიკივდილით დილას
მზე რომ ამოვა და მომკვდარიყო
ჩემი ღიმილი ღამისა მიჯნას
ნეტავ მე დღესაც წარსულში ვიყო
არ მოგაკლებდი გულში სიმშვიდეს
გაფხულის მე რომ თვეები ვიყო
არ გაგიშვებდი მეტად მეტად ივლისზე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев