ერთ დღეს გრძნობებს აცნობეს, რომ კუნძული ჩაიძირებოდა, ამიტომ ყველამ ააშენა ნავები და დატოვა კუნძული. გარდა სიყვარულისა.
სიყვარული ერთადერთი დარჩა. სიყვარულს სურდა დარჩენილიყო ბოლო მომენტამდე. როდესაც კუნძული თითქმის ჩაიძირა, სიყვარულმა გადაწყვიტა დახმარება ეთხოვა.
სიმდიდრე დიდებული ნავით ჩაუვლიდა სიყვარულს. სიყვარულმა უთხრა: "სიმდიდრე, შეგიძლია წამიყვანო?" სიმდიდრემ უპასუხა: "არა, არ შემიძლია. ჩემს ნავში ბევრი ოქრო და ვერცხლია. აქ შენთვის ადგილი არ არის."
სიყვარულმა გადაწყვიტა ეთხოვა ამპარტავნებისთვის, რომელიც ასევე ლამაზი გემით ჩაუვლიდა. "ამპარტავნებავ, გთხოვ, დამეხმარე!" "არ შემიძლია დაგეხმარო, სიყვრულო. სველი ხარ და შეიძლება ჩემი ნავი დააზიანო," უპასუხა ამპარტავნებამ.
სევდა ახლოს იყო, ამიტომ სიყვარულმა ჰკითხა: "სევდავ, წამიყვან?" "ოჰ... სიყვარულო, ისე სევდიანი ვარ, რომ მარტო ყოფნა მჭირდება!"
ბედნიერებამაც ჩაუარა სიყვარულს, მაგრამ იმდენად ბედნიერი იყო, რომ არც კი გაიგონა, როდესაც სიყვარულმა დაუძახა.
უეცრად, ხმა გაისმა: "მოდი, სიყვარულო, მე წაგიყვან." ეს მოხუცი იყო. სიყვარული იმდენად გახარებული და მადლიერი იყო, რომ არც კი ჰკითხა, სად მიდიოდნენ. როდესაც ხმელეთზე ჩავიდნენ, მოხუცი თავის გზას გაუდგა. გააცნობიერა რა, რამდენი ვალი ჰქონდა მოხუცის მიმართ, სიყვარულმა ჰკითხა ცოდნას, სხვა მოხუცს: "ვინ დამეხმარა?" "ეს დრო იყო," უპასუხა ცოდნამ.
"დრო?" ჰკითხა სიყვარულმა. "მაგრამ რატომ დამეხმარა დრო?"
ცოდნამ ღრმა სიბრძნით გაიღიმა და უპასუხა: "რადგან მხოლოდ დროს შეუძლია გაიგოს, რამდენად ძვირფასია სიყვარული."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4