ყველაფერი გადახატეთ გულებად,
თუ კი გიყვართ - ათასჯერაც უთხარით და,
არასდროს თქვათ - დრო გადის და ხუნდება?!
გაზაფხულზე ყვავილები შეინახეთ,
საყვარელ წიგნს მოგონება უხდება,
შემოდგომით ფოთოლებიც კი გაგაოცებთ-
- შეაგროვეთ ეს ფოთლებიც გულებად...
ისეირნეთ,
გალამაზდით უფრო მეტად,
თუ იდარდებთ, მზეც ხომ უფრო მუქდება?!
არ დაკარგოთ არც ერთი დღე დარდებისთვის,
დრო და ღმერთი იყოლიეთ კურნებად...
გაგაწბილეს? შეუნდეთ და გაიარეთ,
ჩაიმუხლეთ? წამოდექით უვნებლად,
სიყვარული ყველგან ფარად აიფარეთ -
დანარჩენი?
დანარჩენი ხუნდება!!!
არასოდეს შეიმჩნიოთ წუხილები,
ზოგჯერ სევდა სხვებს სალაყბოთ უნდებათ,
გვერდით მხოლოდ გულთან მყოფნი იყოლიეთ,
ყველა ნიღაბს ფერი მაინც უცვდება...
❣️❣️❣️❣️❣️
სიყვარულის ყველა მარცვალს გაუფრთხილდით,
ყველა ფერი გადახატეთ გულებად,
თუ კი გიყვართ - ათასჯერაც უთხარით და,
არასდროს თქვათ - დრო გადის და ხუნდება?!
დიკა სალაყაია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2