დედას მოადინო ცრემლი ადვილია,
დედის მწუხარება რადგან ნამდვილია.
მისი თვალებიდან როცა ნაღველია,
მაშინ მოწყენის და სევდის ამინდია.
დედა გაახარო, ესეც ადვილია,
შენი სიხარული, -მისი გახარება!
შენი სიცილების მზე რომ დაღვრილია,
როგორც დედის სულის ახლით დაბადება.
დედას რომ გაუპო გული ადვილია,
ოღონდ, ამ ჭრილობას დროც ვერ მოაშუშებს.
დედის დაღონება ასად დამსხვრეული,
თრთვილად მოედება შენი ფანჯრის შუშებს...
დედის ცრემლზე მწარე ცრემლი, არ მგონია,-
ქვეყნად არსებობდეს, მსგავსი აგონია....
დედას შენზე მეტად ტკივა შენი დარდი,-
შენ კი, მე არ ვიცი, ახლა რა გგონია...
თმაზე გადაუსვი ხელი, მოეფერე,-
მისი ამაგია, ბზინავს ვერცხლის დარად.
მის წინ ყვავილივით ყელი მოიღერე,-
გვერდით დედა რომ გყავს, როგორ გაგიმართლა!..
დედა, -ამ სიტყვაში, ზეცის ზანზარია!..
დედა, -ამ სიტყვაში-მიწის ზღაპარია!
დედა?! -ყველაფერი, ქვეყნად რაც კარგია!
დედა, -ჩაუქრობი, ბედის ლამპარია!...
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8