Предыдущая публикация
ისევ მოვალ...
იცოდე რომ... გამოვჩნდები...
სანამ ვცოცხლობ, სანამ ვსუნთქავ,
შენს გულს ნატვრად დავაჩნდები.
გაგახსენებ იმ ძველ დღეებს,
იმ მოქარგულს, ლამაზს, მზიანს
ჩემს ნაფერებ სულს და სხეულს
დიდ სიყვარულს, ამაყს, მთლიანს.
გაგახსენებ თრთოლვას ბაგის,
ტვინსა ვნებით დანაბოლებს,
ჩემს ნაზ ამბორს, მივიწყებულს,
ახლაც სხეულს რომ აჟრჟოლებს.
გაგახსენებ, ოღონდ "გწამდეს"...
ოღონდ "მწამდეს" რომ მომელი,
რომ ამ გრძნობის სინამდვილის,
ერთგულების ხარ მპყრობელი.
და მეც მოვალ... ისევ მოვაალ...
ისევ ზღაპრად გამოვჩნდები...
კვლავ ჩაგიკრავ მონატრებულს,
შენს გულს ფეთქვად დავაჩნდები...
ნიკოლოზ ღვინიანიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2