Предыдущая публикация
იები მოსულან, ლურჯთვალა იები,
შარშან რომ ვკრეფდით ერთად,
მეგონა ღალატს ვერ გაპატიებდი,
მაგრამ ვეღარ ვძლებ კენტად..
დაბრუნდი არ გესმის?!
ხომ ხედავ უჩვენოდ,
ვეღარ გაუძლიათ იებს,
მე ნაღალატევი გული მსურს გიჩვენო,
დაბრუნდი, გაპატიებ..
და თუ კვლავ იპოვი ჩემებრ თავდაბნეულს
და მასაც ჩემსავით უწოდებ ფერიას,
იებს ნუ მიუტან ახალ შეყვარებულს,
იებს ნუ მიუტან, იები ჩემია... 💜
(ავტორი არ არის მითითებული)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев