Предыдущая публикация
როგორ თენდება - ვიცი,
დრო რას მოიტანს, მითხარი,
თორემ რაც მიაქვს - ვიცი...
როგორ წამოვდგე, მითხარი
რომ წავიქეცი - ვიცი...
როგორ ვიცოცხლო, მითხარი
თორემ ,,სიკვდილი" - ვიცი...
ჩემი სიმდაბლე მითხარი,
სხვისი სიმაღლე - ვიცი,
შენ, მიტევება მითხარი,
თორემ წყლის ნაყვა - ვიცი.
შენ, დავიწყება მითხარი,
როგორ მახსოვდეს - ვიცი..
როგორ ვიცინო, მითხარი,
ტირილს რაც უნდა - ვიცი...
შენ, ფიქრის დაბმა მითხარი,
როგორ ავუშვა - ვიცი.
შენ, სამოთხის გზა მითხარი,
თორემ ტაძრისა - ვიცი,
შენ, ერთგულება მითხარი,
ღალატი რა ღირს - ვიცი.
მტრის სიყვარული მითხარი,
მოყვრის - თავადაც ვიცი.
შენ, ჩემი ბედი მითხარი,
წუთისოფლისა - ვიცი.
როგორ ვიცხოვრო მითხარი,
თორემ რომ ვცხოვრობ - ვიცი.
✍️ იზა კვინიკაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев