Предыдущая публикация
ავის მოსურნეთა სიხშირიდან,
ქვეყნად დიდი გმართებს მოთმინება,
რომ არ გამოხვიდე სიმშვიდიდან.
სული ნებისმიერს ატკივდება,
უშნო მოქმედების გაღვივებით,
ვიღაც სისუსტეში ატირდება,
ვიღაც ძალას ნახავს გაღიმების.
ზოგჯერ უჩხუბარი ვერ წამოხვალ,
ზოგსაც აპატიებ უგნურობას,
ანგელოზი იყო ვერ ამოხვალ
ყბიდან, შეგაჩვევენ უგულობას.
მაგრამ თუ გონებით დაფიქრდები,
არ ღირს უღირსებთან გატოლება!
თეთრზე შავს იტყვიან, გაფითრდები...
ჩაგჭრის ამ ცხოვრების განტოლება.
გწამდეს! თაფლზე უყვართ ქცევით ფარსებს,
იყვნენ კრაზანებად მისეულნი;
და თუ დაგაფასეს, დაგაფასებს,
მხოლოდ ნამდვილი და ღირსეული.
✍️
/მარიამ რევიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев