Предыдущая публикация
და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი.
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი
– ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსმა ჰკითხა: – რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: – საქართველო არის ესე!
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო
ეს… ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
– “ნუ გეშინინ!” – მიუგებდა იესო.
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?!
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... 🙌✨️❤️🌺
📝 ანა კალანდაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2