Предыдущая публикация
ორმოცს უახლოვდები, იქნებ ცოტა გადაცდი,
მაგრამ კი არ მშორდები,
სხვა მიყვარდეს, არ მაცდი...
.
არ გიცნობდი სულ ადრე, ახლა უფრო ვივსები,
ხომ მოხვედი სულამდე
დახეული ჯინსებით.
.
არც ეს წლები გადარდებს - მოდიან თუ მიდიან,
სიყვარული გადამდე
და ფეხებზე გკიდია
.
ასაკი და დროება შენიცა და ჩემიცა,
გახდა ამაოება
შენს გარეშე ჩემი ცა...
.
მთელ სამყაროდ იბევრე, მოგდევს უფლის წყალობა...
ახლა უფრო იფერებ,
მე თუ მკითხავ, ქალობას...
.
ორმოცისაც იქნები... მაგრამ რა დროს წლებია,
როცა შენზე ფიქრები
ისევ ჩემთან წვებიან...
დავით ახლოური
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев