ხანდახან ვიღაცა დაგვაკლდება...
ხანდახან ვიღაცას დავაკლდებით...
ხანდახან გული გაქვავდება...
ხანდახან თვალით დავბრმავდებით...
ხანდახან ჯოხი გადატყდება...
ხანდახან ფიქრში გზას ავცდებით...
ხანდახან თავს რა დაგვატყდება...
ხანდახან საზღვრებს გადავცდებით...
ხანდახან ჩვენ სხვას დავაკვდებით...
ხანდახან ჩვენ სხვა დაგვაკვდება...
ნეტავი,ჩვენ ვის დავაკლდებით?!
ნეტავი,ჩვენ ვინ დაგვაკლდება?!
ხანდახან სევდით გადავთვრებით...
ხანდახან დარდით გავფხიზლდებით...
ხანდახან ვიღაც გვავიწყდება...
ხანდახან სხვასაც ვავიწყდებით...
ხანდახან ფიქრებს გადავყვებით...
ხანდახან ფიქრი გადაგვყვება...
ხანდახან ბედსაც თვითონ ვრიყავთ...
ხანდახან ბედი გაგვეყრება...
ხანდახან გზაში ავირევით...
ხანდახან გზები აგვერევა...
სანამ ამქვეყნად კვლავ ვიქნებით,
ყოფნის მიზეზი არ დაგველევა...❤️🌹
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев