მოგვეცი ძალა, რომ მუშტისხელა გულებიდან ცოდვისა და ბოღმის ღვარი ამოვიხაპოთ და ძველი წლის მდინარებას გავატანოთ. საშოვარსა თუ საარსებოზე გადაგებულ ერს ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულების დაკარგული ნიჭი გვაპოვნინე, მამული აღგვიდგინე, გაგვაჯანსაღე და გაგვამრთელე.
შობის ღამეს სხეული ბეთლემად გვიქციე, გული- თივაჩაფენილ ბაგად და ღირსი გაგვხადე ჩვენს გულებშიც იშვას უფალი. ქრისტეშობით გაბრწყინებული უკეთესად დავინახავთ მშიერსა და შეცივნულ უპოვრებს... იმათ სევდასაც გავითავისებთ, ვინც გოზინაყი ვერ გააკეთა და ერთმანეთი მარტო ტკბილი სიტყვით ""დააბერა". მოყვასი გვიმრავლე, მტერიც დაგვიმოყვრე, ქვეყანა -მშვიდობით, გონება- სიბრძნით, გული-სიკეთით, ბეღელი-ბარაქით, მარანი-ღვინით, სახლი კი სიხარულითა და "პატარა" ქართველებით აგვივსე.
ღმერთო, შენ გაუთენე ჩემს ქვეყანას მშვიდობის დილა და მშვიდობის წელიწადი!" 🌠✨️🩵🕯
ქეთევან დოლიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев