Предыдущая публикация
სხვები რას იტყვიან? მორჩა!
ახლა მარტო ჩემს თავს ვუსმენ.
ყველა მორიდება მოკვდა,
ვტოვებ ამ ხელოვნურ ქუჩებს.
ჩემი ხასიათით ვირგებ,
სხვისი ხასიათის ბრუნვას.
სხვისთვის აღარ ვიწყებ ფიქრებს,
მარტო ჩემს ფიქრებზე ვზრუნავ.
აღარც კლასიკები მომწონს,
მშვიდი, გადაღლილი ტონით.
უფრო ჩქარი ტემპით ვცხოვრობ,
ვიდრე დალაგებულ ფორმით.
ვიცი არ მოვწონვარ თვალებს,
სადღაც ჩემი ჩრდილის უკან.
მერე იგონებენ ამბებს,
რომ მე სხვანაირად ვსუნთქავ.
არც ეს სიამაყე მიშლის,
ჩემი თავმდაბლობის ნერვებს.
აღარც კალენდარით ვითვლი,
კიდევ საცხოვრებელ დღეებს.
სხვები რას იტყვიან? ვიცი!
მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს.
მაინც თავისუფლად ვივლი,
როგორც მე მინდა და სადაც!...❤️🌼
გიორგი ჩომახიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев