Предыдущая публикация
დაგვიდგა ისევ ახალი წელი,
სამასსამოცდახუთ შანსით,
რა ქნას ძველ წელმა,უფლის საქმეა,
ძველსაც მკაცრად ნუ განვსჯით.
უფლის გარეშე არა რა ხდება,
მზეც არ ამოდის დილით,
მისი საქმეა უზენაესი,
ცრემლსაც გვჩუქნის და ღიმილს.
ყველა დღეც მისი საჩუქარია,
ყველას შანს გვაძლევს თავად,
სხვა დანარჩენიც ბედის საქმეა,
კარგადა ხარ თუ ავად.
ახალი წელი არის საწყისი, არის შანსები ახლის,
ძველს მიუკეტე კარები თორემ,
მოგონებები დაგღლის.
წინ გაიხედე და გაუღიმე,
უფლის ბოძებულ შანსებს
არავინ იცის იქნებ ხვალისთვის,
ღიმილს გვიმზადებს რამდენს.⭐️🎄❤️
ნათელა შაინიძე
5.01.2025
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4