Предыдущая публикация
გამცემი არ გაღარიბდება და მიმღებს უფრო მეტად ამდიდრებს.
გრძელდება წამით, გონებაში კი რჩება მარადის.
არავინაა ისე მდიდარი, რომ ღიმილი არ სჭირდებოდეს. არავინაა ისე ღარიბი, რომ იგი ვერ გასცეს.
ოჯახში – ბედნიერებაა, საქმეში – შველა;
უტყუარი ნიშანია
მეგობრობისა.
ღიმილი დამაშვრალს სულს მოათქმევინებს.
გულგატეხილს გაამხნევებს,
დამწუხრებულს ანუგეშებს,
სნეულს წამლად დაედება.
ეს კია – მას ვერც იყიდი, ვერც ინათხოვრებ, ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს, როცა გჩუქნიან.
და თუკი ვინმემ, თქვენთვის მოულოდნელად ღიმილი არ გაიმეტა, სამაგიეროს ნუ გადაუხდით – თქვენ გაუღიმეთ. რადგან არავის ისე არ სჭირდება ღიმილი, ვიდრე მას, ვისაც მისი გაცემა არ ძალუძს.
ბრეთის მონასტერი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4