სასწაულების უნდა გჯეროდეს, ადამიანო.
განა სასწაული არ არის დილით მზის ამოსვლა?!
სასწაული არ არის ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადება?
სასწაული არ არის ფრჩხილის ოდენა მარცვლიდან ცისხელა ხეები რომ იზრდებიან?
სასწაული არ არის ზღვის ტალღები მიწას რომ ეფერებიან?
სასწაულები არ არიან პატარა ჩიტები ოკეანეებს უშიშრად რომ კვეთენ _ წარმოუდგენელია ის წინაღობა, რასაც მათი პატარა ფრთებით ლახავენ.
სასწაული არ ხარ შენ,
ადამიანო _ მთელ შენი დაუსრულებელი ბრძოლებით არსებობისთვის,
მოუთოკავი ცნობისმოყვარეობით ქვიდან კოსმოსამდე ასულო?!
და მაინც ურწმუნო _ ყოველდღიურ ხილულ სასწაულს რომ ითხოვ...
და მაინც რომ ეჭვი გეპარება საკუთარ შესაძლებლობებში.
ყველა გასაღები რომ შენშია და მაინც სამყაროს გასაღების ძიებაში ხარ.
სასწაულის უნდა გჯეროდეს, ადამიანო, რადგან ყველაზე დიდი სასწაული ამ სამყაროში შენ ხარ... ..💕💕💕💕💕
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев