,,ფეიერვერკი'' გადასერავს ზეცას ათასფრად,
სანამ შარა-გზას გაუყვება ეს წელი, ძველი
და სანამ მასაც მოგონების ბინდი დაფარავს
ხელაპყრობილი გევედრები, ღმერთო მაღალო,
მერმის-მყოფადის სამუდამო გზისგასაყართან
და ეს ვედრება საახალწლო და სამომავლო
აჩურჩულდება ღამით დანთილ ამ კელაპტართან-
როს ალიონზე დაიყივლებს მამალი სოფლად,
გაიღვიძებს და ფუსფუსს იწყებს ირგვლივ ბუნება,
გამოაღვიძე ჩვენი ერი სიბრძნის მყოფელად
და ქართველებმა კვლავად ვიწყოთ შინ დაბრუნება.
როგორც ივლისში, თბილის-ქალაქს მზე ახვევს ალში
ისე გაგვხვიე სიყვარულის ალში ყოველნი,
რომ ყველამ ვპოვოთ ჩვენს გულებში ის ნატვრისთვალი-
ერთმანეთისთვის ყოველ დილით სიტკბოს მსურველი.
როგორც ფუტკრები ,,დარაჯობენ'' დედა-დედოფალს,
შრომით და გარჯით ,,აშენებენ'' ფიჭას თაფლისთვის
ჩვენც თაყვანს ვცემდეთ ჩვენს სამშობლოს, დედას და უფალს
და ვქმნიდეთ დოვლათს ქვეყნისა და მომავალისთვის.
რომ ერთი იყოს ხმა ერისა, ხმაი ბერისა,
აღმაშენებლის ,,წყალს ასხამდე'' მავანს და მავანს,
ქვეყნის მესვეურთ შიში ჰქონდეთ მამა ღმერთისა,
რომ სიყვარულით პატრონობდნენ სამშობლოს მთა-ბარს!
უფალო, კრძალვით მომავალი დამილოცნია,
შემოვინახე ერთი თხოვნა და შეგთხოვ ბოლოს,
რომ ყველა ქართველს სამშობლოსთვის რაც გვილოცია
ყველა ეს ლოცვა აუხდინე ამ ჩვენს სამშობლოს!
ამინ!
ხათუნა შავგულიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3