დაე, აგიხდეს ყველა ოცნება. თუნდაც ყველაზე გიჟური, თუნდაც ის, რაც გულის ყველაზე შორეულ კუთხეში დამალე და უკვე დაგავიწყდა. დაე, შესრულდეს შენი ყველაზე გაბედული სურვილები, თუნდაც მათ შესაძლებლობებში რწმენა დაკარგული გქონდეს. დაე, ყველაფერი ისე გამოგივიდეს, როგორც დიდი ხანია გსურდა, თუნდაც ყველაფერს ხელი გქონდეს ჩაქნეული. გთხოვ, გჯეროდეს საკუთარი თავის, გჯეროდეს, რომ ადამიანი იმსახურებს საუკეთესოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას დიდი და გულუხვი გული აქვს. და შენ სწორედ ასეთი გული გაქვს. გთხოვ, დაივიწყე, დაივიწყე ის ჭრილობები, რომლებიც ბედმა და იმ ადამიანებმა მოგაყენეს, ვინც გიყვარდა. კვლავ გახდი ის ადამიანი, ვისაც საკუთარი ვარსკვლავის სჯერა. გჯეროდეს შეუძლებელის, გჯეროდეს ზღაპრის და ის შენთან მოხდება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5