Предыдущая публикация
შევეგუეთ სულში ფურთხვას,
ნუ უყურებთ,საქართველო
ისევ სხვის დაკრულზე ბუქნავს.
შინ სტუმარი მასპინძელობს,
მე დასისხლულ მაჯებს ვლოკავ,
ტაში,ტაში საქართველოვ-
გააგრძელე ასე როკვა.
ნათელს ირგვლივ ბნელი მივსებს,
ცის ფერიც კი შეცვლილია,
შემოგევლე ისევ ისე, -
ისევ ისე გეშინია !...
ვლოცულობ და მძულხარ ცრემლო,
შენ მიქციე ყოფნა მწუხრად,
ნაცრად იქეც-საქართველომ
თუკი ახლაც დაიმუხლა.
ღამეა და ვდგავარ ცივად,
ქარებს მოაქვთ ხმა ვედრების,
სთქვი მამულო !-სადა გტკივა
წყლულზე წამლად დაგედები.
თქვი და ,
თუნდაც ჩემს ცრემლიან
თვალებს შერჩეთ ფერი კეთრის,
საქართველოვ,არ გრცხვენია ?!
ღმერთის,შემოგევლე, ღმერთის ...💕
ტარიელ ხარხელაური
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев