Предыдущая публикация
ხვალიდან დეკემბერს ვუერთგულებ,
ფიფქებად დავითვლი სიხარულს.
თეთრ თოვლზე დავხატავ ლამაზ გულებს,-
გულში გავიღმერთებ სიყვარულს!
ხვალიდან სხვა ფიქრით გავიღვიძებ,
წარსულში დავტოვებ მოწყენას
და ამ აღმაფრენით დავიფიცებ,
სიცოცხლეს,- ორჯერ რომ მომეცა!
ხვალიდან დეკემბერს ვეგებები:
იმედით, რწმენით და იღბალით.
გასავლელ ბილიკებს ვეფერები,-
ხანდახან სევდით თუ ვიყავი...
ვასრულებ! არმინდა დაღონება!
ახალ წელს?!- ახალ მზეს დავხატავ...
ყველა წყენასა და დაღონებას,
ნოემბრის ბოლო წუთს გავატან!
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2