დროა ავიბარგოთ მთაში.
ახლა გულის სიმი შიშველია-
სულის ფორიაქსაც ავხსნი...
მთების გამეფების ამინდია,
წამო,დარაბებსაც გავხსნი...
წამო,აქ სულ ყველგან ტალახია,
წვიმა კვლავ ტკივილებს დაღვრის...
იქ კი,სხვანაირი ნაძვებია,
ცეცხლი ბუხარში და სითბო.
იქ სხვა იმედების ხანძრებია,
წამო,სულ იქ,მთაში ვიყოთ...
განა,ბევრი რამე დაგვჭირდება,
განა,ოქრო-ვერცხლი გვინდა...
იქ,ცაც შორი არის ტყუილისგან,
მთებზე თოვლი წვება წმინდა...
სანამ გაზაფხული მობრძანდება,
კედლებს ღიმილისფრად ვღებავ......
წამო,იქ სიმშვიდეს ვინ წაგვართმევს,
თოვლში ვისეირნოთ ერთად...
წლები გავიყოლოთ მოგონებად,
ზე-ცას ვარსკვლავები ვფინოთ.
ისე ლამაზია ფიფქის ცვენა,
გული მიფანცქალებს თითქოს...
მთაში სხვანაირი სილაღეა,
სულ სხვა სიმაღლეა ჩემო...
აქ კი წვიმიანი ამინდია,
მე კი მთაში ასვლას ვჩემობ..
იქით?! რა იქნება,რას დავეძებ...
ეტლში შებმულია რაში...
წამო,ხვალ დეკემბრის პირველია,
დროა,გადავიდეთ მთაში...❤️
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев