და მე მინდა რომ ჩვენმა გრძნობებმა ეს სიყვარული კვლავაც განავრცოს.
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, რომ უშენობას ვერ მიცვლის ქარი
და იცოდე, რომ ჩემო ცხოვრებავ, მე უშენოდ ვარ უსულოდ მკვდარი.
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, რომ დღეს ვერავის ვერ შეგადარებ.
მე მინდა გითხრა: "ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ხარ, ვერ შეგაფასებ".
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, რომ შენს გარეშე ვერ თუ არ ვიცდი,
მე მენატრები და რომ ვერ გხედავ, ამ მონატრებას მძაფრად განვიცდი.
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, უშენოდ ყოფნას სიკვდილი მიჯობს.
როცა ვერ გხედავ ეს ტრაგედია, ეს ტრაგედია თავისკენ მიხმობს.
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, დავეთანხმები ეშმაკის ნებას,
მერე შენ მეტყვი მე შენს გვერდით ვარ და ხელი უშვი უაზრო ღელვას.
მე შენ მიყვარხარ ისე ძალიან, რომ შენ ვერ შეგცვლის ვერცერთი ქალი
და თუ ჩემთან ხარ მე შენ გეტყვი, რომ სხვაზე სულ არ მაქვს მე ნაფიქრალი.
მე შენ მიყვარხარ და კვლავაც გეტყვი ვარ არაერთგზის მე შენით მთვრალი
და ამ ყინვაშიც მე მაინც მათბობს შენი მღელვარე გრძნობათა ალი.
მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ გიძღვნი ჩემი ლექსების ურიცხვ სტრიქონებს,
შენზე მშვენიერს ჩემთვის ამ ქვეყნად თავად ღმერთიც ვერ გამოიგონებს.
მე შენ მიყვარხარ და მე განვავრცობ ჩვენს შორის გაბმულ მაჟორ-მინორებს
შენ რომ გიყურებ, ამ გრძნობის გარდა, ვხვდები ვერავინ ვერ დამიმონებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5