ულამაზესი
გრძნობაა, ის უბრალოდ უნდა
იგრძნო და ამით ბედნიერი უნდა
იყო. ბედნიერი იმით რომ შენ
შეგიძლია ეს ნეტარება, ეს სილამაზე
განიცადო. სილამაზე რომელიც
შენში ცხოვრობს,შენით
სულდგმულობს. არ იცი როდის მოვა
თუმცა როცა კი მოვა მაშინვე
მიხვდები. სიყვარული ყოველთვის
არის ჩვენში, თუმცა ის ნაკვერჩხალა
რომელსაც გაღვივება უნდა და
ერთი პატარა სულის შებერვაც კი
საკმარისია, იმ ადამიანისაგან რომ
შენში ცეცხლი აგუზგუზდეს. ცეცხლი
ნეტარებისა, ცეცხლი სილამაზისა,
რომელსაც სახელად „სიყვარული
„ ქვია.
როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ,
ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ,
და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია
იმიტომ რომ , იცი ყოველდღე
გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას
საყვარელი ადამიანისაგან,
სიტყვას, რომელსაც ასე მოწიწებით
უფრთხილდები, სიტყვას, რომელიც
ძალას და მხნეობას გმატებს,
სიტყვას, რომელიც ყველაფრად
ღირს ამ ცხოვრებაში, სიტყვას
რომლის ბადალიც ქვეყანაზე
არაფერია და ეს მხოლოდ ერთი
პატარა, თითქოსდა არაფრის
მთქმელი ,თუმცა ბევრის
აღმნიშვნელია და ეს სიტყვაა
„ მიყვარხარ“...!!!❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев