Предыдущая публикация
რა ახარებს მდიდარს?!
მე, ღარიბის
ვიცი წონა, ცრემლის,
ვიცი, გემო
გაყოფილი ლუკმის,
ჩემი დარდი
სხვის დარდს როგორ შველის.
მე არ ვიცი
ქვეყნად ჩემზე მცირე,
არც ჩემს ღმერთზე
კაცი უფრო დიდი,
მე არ ვიცი
მიხაროდეს როგორ,
როცა ჩემი,
თუნდაც მტერი ტირის?!
ვწუხვარ,
თუკი ვერ ვისწავლე ლოცვა,
ჩემებურად
ვუხდი უფალს ბოდიშს,
ღმერთო,
ისე გამითენე დილა,
მხოლოდ კარგის
მაკმარებდე ლოდინს.
✍იზა კვინიკაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев