Предыдущая публикация
სხვისი მორთმეული ვარდები,
ამ წლის ფოთოლცვენას გავატანე,
სევდა, ცრემლები და დარდები...
სხვისი ნაჩუქარი ღიმილები,
სხვისი მზრუნველობა.....
სითბო...
ამ გულს ვერ ვუკრძალავ შენს სიყვარულს
მხოლოდ შენ ერთადერთს გითხოვს...
სხვისი ....
მიყვარხარ და მენატრები "
გულს სულ ისარივით ესობა,
ვუსმენ ვერ გავიგე ვერაფერი,
შენი დუმილიც კი მესმოდა...
სხვისი მორთმეული გვირილები,
სხვისი მორთმეული ვარდები,
სხვისგან ნაჩუქ მზეებს მირჩევნია,
შენგან დანატოვი ავდრები...!❤️🌼
/ნათია ბაღაშვილი /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев