Предыдущая публикация
ქალი რა არის? ქალი - ტყვიაა,
გულში დაგჭრის და სულსაც წაგართმევს!
ქალი, ღვინოა, კაცის მაცდური,
ის, თავს, ტყუილსაც კარგად გაართმევს....
ქალი, სკივრია, სავსე მინორით,
ქალი - გრძნობათა კიდობანია...
მას, ვერ დაადნობ, ვერ შეისწავლი,
თოვლი არ არის, არც ანბანია...
ქალი - წარღვნაა, ზვავი, ვულკანი,
ბუნების მკაცრი განაჩენია!
ქალი, მზე არის, ოდნავ კეკლუცი,
რომ გაგიღიმებს, განა შენია...
ქალი რა არის? ქალი - გველია,
შხამით დაგგესლავს, ავის მქნელია...
ქალი, ზღვა არის სიყვარულისა,
ქალი, უსაზღვროდ გემრიელია!
და, ბოლოს, ქალი - ვნების ცეცხლია!
ქალი, ვნებათა მწველი ალია!
გაუფრთხილდით და სითბო აჩუქეთ,
უბრალოდ, ქალი, მაინც ქალია...❤️🍂
ქეთიჩხაიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев