სულს რომ მივსებ,ღმერთს ვთხოვ _ გავთენდე,
ზეცა ვიყო და ... შეგშვენოდე ზღვა'თა სილურჯედ,
ზრუნვად ქცეულმა _ გესათუთო,
სადაც
დასველდე,
რადგან სამყაროს,არ უხდება _ ჩემი სიმუნჯე ...
იყოს სიწმინდე,
იყოს ლოცვა,
იყოს ზარები,
შენი ტაძრიდან მზე მითბობდეს დილის საკალთეს,
რომ გავიხარო _ სიყვარულით სავსე თვალებით,
ყოველ ნაბიჯზე,ცრემლებმა თუ ჯვრები აღმართეს.
მდიეს ცდუნებით,
მდიეს ტკენით,
მდიეს განსჯებით,
ზუსტად იქამდე,სადაც ხარ და...მდიეს _ ქარიდან,
ძუკნა ქალივით გახდილი აქვთ სახლის ფანჯრები,
ოქტომბერი რომ აილოკეს ძუძუს'თავიდან...
არც შეიშმუშნეს მოჩრდილებულ წელ'თა დაცემა,
რას არ ვეცადე,
ცა ჰქონოდა'თ ისევ _ სამზეო,
კოცნაც იყო და... დღემდე ვხედავ კოცნით გაცემას,
გარყვნილება რომ ჩაუსახლეს ნორჩთა საზნეოს...
შენ კი _ სულ სხვა ხარ,
გულს რომ მივსებ _ ყვავილთ სინაზით,
რომ სააპრილე ცვარივით ხარ _ ღვთიდან _ მიწაზე,
და
მიხარია...
მიხარია,
ისე
სისავსით,
ბედნიერი ვარ _ ცოდვით სავსე დედამიწაზე ...
როი სოხუმელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев