Предыдущая публикация
შენც ხომ იცი რომ ფიქრები ძლიერდება ღამით
დავიკარგო მაგ თვალებში მზერას ვერ დავუშლი
როგორია მონატრება შეაკავო სულში
დაგითვალე სუნთქვა, გახსოვს კოცნა დაგამჩნიე
არ არსებობს სხვა შემცვლელი მე შენ აგარჩიე
გაიხსენე შენს სურნელში როგორ ვიძირები
გული მქონდა შენ მოგეცი ნუ ამიტირდები
თვალს რომ ვხუჭავ ოცნებები შენზე მიყვებიან
დღეს სიყვარულს მილიონი სხვა სახელი ჰქვია
შემიტია სიგიჟის და სურვილების ჯარმა
ქარმა მითხრა შენს შესახებ ან რა იცის ქარმა
თუ ეს გრძნობა სამუდამოდ გულში შევიფარე
და შენს გამო მივატოვე შუაღამის მთვარე
ეგ თვალები ვერასოდეს ვერ იქნება ცივი
შენს მზერაში დაჭერილი სიყვარულის სხივი
/შმაგი წიკლაური/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1