Предыдущая публикация
- როგორც დამაფასებ, ისე დაგაფასებ!
- როგორც მომექცევი, ისე მოგექცევი!
ერთხელ გამაღიმებ?! ასჯერ გაგახარებ,
სითბოს დამანახებ?! - ლოცვად დავიღვრები...
გულს თუ ამატკიებ, ჩუმად მოვიშუშებ...
მაგრამ, მეორეჯერ ტკივილს ავირიდებ.
სილას თუ გამაწნავ, ლოყას არ მოგიშვერ,
ისე შევიცვალე, მგონი გაიკვირვებ.
გულს თუ დამანახებ, მთელ გულს შემოგწირავ,
რადგან არაფერი ვიცი სანახევროდ.
წვეთი შეიძლება, ზღვად რომ გადაიქცეს...
სითბო შეიძლება, სითბომ გააბევროს...
რასაც გამაგონებ, იმას გაიგონებ,
რაზეც მიმანიშნებ, იმას დავინახავ.
ეს ხომ ცხოვრებაა, მე რას მოვიგონებ,
იმას როგორ ვიტყვი, რაც არ დამინახავს?!
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев