Предыдущая публикация
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა ,და
უცებ შეარქვეს სახელი ცუდი.
ქალი კი არა , მზე პირს იბანს და
ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა,
ლამაზის თვალში ბეწვიც ნახეს - და
უშნოს თვალებში - დირეც კი არა.
ლამაზის ბედი დასაგმობია,
ჰოი, რამდენი ჰყოლია მტერი.
ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ,და
დგას ჭორების კორიანტელი.
მას ხარბად თვალთა ორომტრიალით,
მიაცილებენ მამაკაცები,
განზრახვა მათი ვერაგი არის -
ხომ უნდა სცადონ მაინც, საცდელი.
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
დაე, ჭორებმა სული დაფლითონ,
შენ , ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი,
ათიათასს კი - გული დავსწყვიტო..."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2