შუაღამისას ვიდუღებ ყავას,
ჩემ გვერდით სკამს ვუდგამ მარტობას და განათებულ ფანჯრებს ვუყურებ...
მერე რა, რომ
სულ რაღაც შუაღამის ორია,
აი, იქ, ჩემს მოპირდაპირედ,
ვიღაც ჩემსავით მოწყენილი ზის და გადაშლილ წიგნს მისჩერებია,
აი, იქ, მეორე ფანჯარაში კი ახლა ანთებენ შუქს,
საღამურებში გამოწყობილი დიასახლისი
მადუღარაში ორ კოვს ყავას ყრის და გაზქურას ანთებს...
ჩემი ყავაც ცხელია,
ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპად ვსვამ და მშვიდად გავცქერი სხვისი ცხოვრების უჩინარ ფრაგმენტებს,
ჰო, ხვალ მზე რომ
ამოვა ეს ინტიმური წუთები და სულიერი სიახლოვე არც ერთ ჩვენგანს აღარ გვემახსოვრება.
ახლა კი, მე და ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრებ ორ ადამიანს,
გვაქვს რაღაც საზიარო, რაღაც,
რის გამოც შუაღამით ვანთებთ სინათლეს, ვხარშავთ ყავას და ჩვენი მოგონებების სასაფლაოზე დავეხეტებით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1