-დიახ,თავმდაბლობაც მჩვევია!
თუ რამ სათქმელი მაქვს,პირში ვამბობ,
რა ვქნა,ეს თვისებაც ჩემია!
ნიჭთან ქედიც ბევრჯერ მომიხრია,
ლომთა პოეზიის მოსმენით.
ბევრის მოთმინება შემიძლია,
თუკი მიღირს ამად ყოველი.
სხვისთვის მხოლოდ კარგი მემეტება,
უკან აღარაფერს მოველი.
ზოგჯერ ირონიით მეცინება,
არ ვარ აღარაფრის მთხოვნელი!
მე არ შემიძლია ლაქუცი და,
სხვების ხასიათზე ვიარო.
ირგვლივ ასეთები იმდენია,
-ჰო და,სხვის დაკრულზე იარონ!
დიახ,გულჩვილი ვარ ცრემლებამდე,
პეპლებს ბავშვივით ვსდევ ხან და ხან...
ჩემი წყენინება ადვილია,-
მაგრამ,გადავიტან ლამაზად!
ჩემი გულისტკენაც ადვილია,
ერთი ღალატიც კი გეყოფა.
მაგრამ,ამ ტკივილის მოშუშებას,
მთელი ცხოვრება არ ეყოფა...
კიდევ,სხვის დაჩაგვრას ვერ ავიტან,
ჩემთან სხვას ვერავინ დასცინებს!
ჩემი მეგობარი ვერ იქნება,
ვინც სხვას სხვების თვალში ამცირებს!"
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2