სხვადასხვა ფერის თუ ფორმის, პლასტმასისა თუ მეტალის - სპინერი სულ უფრო პოპულარული სათამაშო ხდება მსოფლიოში. ბუნებრივია, სიახლეს არ ჩამორჩა საქართველოც და სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით მშობლების პოსტებს მათი შვილების ახალი გასართობის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სპინერით გართობაზე არც უფროსები ამბობენ უარს. Fidget Spinner-ის შესახებ ბევრს წერს დასავლური მედია და აღნიშნავს, რომ ეს სათამაშოების ახალი კლასია. მას უკვე უწოდეს ახალი რუბიკის კუბი. The New York Times-მა კი სპინერი თაობა Z-ს ჰულაჰუპად მოიხსენია. Financial Times აღნიშნავს, რომ ამ სიახლემ შეაზანზარა სათამაშოების გლობალური ბაზარი, რომლის მოცულობაც 90 მილიარდი დოლარია.ირკვევა, რომ Google-ის საძიებო სისტემაში სულ უფრო ხშირად ეძებენ ინფორმაციას ამ სათამაშოს შესახებ და მაისის დასაწყისში მასზე ინფორმაციის მოძიების მსურველთა რიცხვმა დონალდ ტრამპით დაინტერესებულებსაც კი გადაასწრო. ონლაინ შოპინგისთვის განკუთვნილ ვებგვერდებზე კი, სხვადასხვა სახის სპინერი ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. მისი ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და შესაბამისად, შეძენის მსურველიც ბევრია.
Fidget Spinner — ეს არის მცირე ზომის საკისარი, რომელზეც პლასტიკატის ან ლითონისგან დამზადებული დეტალებია მიმაგრებული. შეგიძლიათ სპინერის ცენტრალური, უძრავი ნაწილი ხელში ისე დაიჭიროთ, რომ სათამაშოს გარშემო არსებული, მოძრავი ნაწილები დააბზრიალოთ. გამოცემა The Guardian წერს, რომ სათამაშო ჯერ კიდევ 1993 წელს ფლორიდელმა ქეთრინ ჰეთინგერმა გამოიგონა, რომელმაც შესაბამისი პატენტი 1999 წელს აიღო. თუმცა, ახალმა სათამაშომ ფართო მასების ყურადღება არ მიიქცია. პატენტის მოქმედების ვადა კი 2005 წელს გავიდა. დღეს კი, სპინერის გაყიდვებიდან ჰეთინგერს მოგება არ შესდის. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება იმასაც წერს, რომ ძნელი დასამტკიცებელია, რამდენად არის დღეს პოპულარული სათამაშო ჰეთინგერის მიერ დაპატენტებული სათამაშოს ანალოგი. 2016 წლის ბოლომდე, სპინერი არც ისე პოპულარული გასართობი იყო, თუმცა წინასაახალწლოდ, Forbes-მა ის დაასახელა საოფისე სათამაშოდ, რომელიც ყველას უნდა ეყიდა 2017 წელს. მარტში უკვე ძალიან ბევრი ვიდეო გამოჩნდა YouTube-ში, სადაც ბავშვები თუ უფროსები ახალი გასართობის მეშვეობით ათასგვარი ტრიუკის გაკეთებას ასწავლიან ერთმანეთს.სპინერით გართობამ ბავშვებში იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ზოგიერთ სკოლაში მათი შეტანა აკრძალეს, რათა მოსწავლეებს ყურადღება არ გაეფანტოთ.#CerEverithing
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев