პატარა ვიყავი, ძალიან პატარა, დაახლოებით იმ ასაკში პირველი სიყვარული რომ უნდა განმეცადა, სკოლიდან დაბრუნებულ პირველკლასელ დედის გული მასწავლებელის დაწერილი ვარსკვლავით გამეხარებინა, უნდა მერბინა, მეცეკვა,მემღერა, ცელქი და მოუსვენარიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. წუთისოფელს მთელი მისი სისასტიკის ჩემთვის ჩვენება ნაადრევ ასაკში გადაუწყვეტია, და ამ გადაწყვეტილებით ჩემთვის ყველაზე ლაღი, ძვირფასი და ლამაზი...ბავშვობა წაურთმევია. საავადმყოფოს საწოლზე მიჯაჭვულს ვერ გამეგო რატომ არ შემეძლო ფეხზე დადგომა, უმწეობას განვიცდიდი... ისედაც ძალიან უშნო ბავშვი ვიყავი და ხეიბარი ვის რაღაში დავჭირდებოდი?! ლოგინს მიჯაჭვული პატარა მე კი დაძინებას ვლამობდი, იქნებ სიზმარში მაინც მქონებოდა ჩემთვის საოცნებო ცხოვრება მაგრამ პულსის აპარატის წკაპ-წკუპი ამის საშუალებას არ მაძლევდა. წამლებისგან გაბრუებულს თუ კი ჩამეძინებოდა მალევე პაციენტების განწირული კვნესა_ტირილი მაღვიძებდა. პალატიდან პალატაში ეტლით გადავყავიდით, უკვე გამეგო რა მჭირდა, მეზობელი ხეიბარი გვყავდა და ვიცოდი როგორ უჭირდა მისი მოვლა ოჯახს, არ მინდოდა დედას ტვირთად დავწოლოდი ისედაც ყველა გამვლელ-გამომვლელი იმას ეუბნებოდა,,ასეთ ლამაზ ქალბატონს, ასეთი შეუხედავი შვილი როგორ გაგიჩნდაო" ხუმრობით იმასაც კი ეტყოდნენ ხოლმე "საავადმყოფოში ხომ არ გაგიცვალესო" მწყინდა, მწყინდა მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, რადგან ამ სიტყვების გაგონების შემდეგ დედას თვალზეც შევნიშნავდი ხოლმე ეულ კვირცხალს. ერთი უბრალო ჩვეული დღე იყო საავადმყოფოში, როგორც ყოველთვის პალატიდან პალატაში ეტლით გადავყავიდით, ანალიზები უნდა ამეღო, თავი დახრილი მქონდა რადგან არ მინდოდა ჩემი უსუსურობა და სიშნოვე ვინმეს დაენახა. მახსოვს 219 პალატის წინ ქალი იდგა, მე 217 პალატაში ვიწექი, ექთანს ელაპარაკებოდა, მე რომ დამინახა გაიცინა და ექთანს გადაულაპარაკა ,,ასეთი შვილის ყოლას, არ ყოლა მირჩევნიაო". ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, არ მინდოდა იმ ქალის თვალწინ მეტირა, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი, შემიყვანეს თუ არა ლაბორატორიაში ტირილი დავიწყე. უკვე ვხვდებოდი რომ არასასურველი შვილი ვიყავი. ვხვდებოდი რამდენად უვარგისიც ვიყავი. ექთანი გაკვირვებული მიყურებდა უკვე მეთხუტმეტედ მიკეთებდა სისხლის ანალიზს და მე არც ერთხელ არ მიტირია ნემსის დანახვისას. ეხლა კი აკვირვებდა ჩემი ტირილის მიზეზი. დიდხანს ვტიროდი ძალიან დიდხანს, ბოლოს ექიმებმა დამამშვიდებელი გამიკეთეს რამაც მომთენთ და დამაძინა. ყველაზე ტკბილი ძილი იყო, ყველაზე ტკბილი სიზმარით, მე ხომ დავრბოდი სიზმარში, მეგობრებთან წრეში ბურთს ვთამაშობდი, ალბათ ყველაზე ტკბილი სიზმარი იქნებოდა ყველაზე ტკბილი დასასრულით განწირული კივილის ხმას რომ ᲐᲠ გავეღვიძებინე. ვიღაც ქალი ხმის ჩახლეწვამდე კიოდა, საკუთარ შვილს ფეხზე ადგომას და გაღვიძებას ევედრებოდა. ეს ხმა კი საიდანღაც მეცნობოდა, ბოლოს დავრწმუნდი,ეს იმ ქალის ხმა იყო 219 პალატის წინ რომ იდგა. არ ვიცოდი რატომ უკიოდა საკუთარ შვილს ასე, ბოლოს დერეფანში გაღიზიანებულმა ქალმა იქვე შეკრებილ ინტერესით სავსე ბრბოს მიმართა, უფრო სწორად დაუყვირა ,,შვილი მოუკვდა, აცადეთ გლოვაო". არ ვიცოდი რატომ მაგრამ ტირილი დავიწყე, ცხოვრებაში პირველად სიკვდილის სურვილი გამიჩნდა, მისი შვილის სიკვდილში ჩემი თავი დავადანაშაულე. არ ვიცი რატომ მაგრამ მჯეროდა რომ მე ვიყავი მისი შვილის სიკვდილის მიზეზი. ტირილი დავიწყე, მართალია ამ ქალმა ჩემი ბავშვობა და იმედი ერთი წინადადებით მოკლა მაგრამ მის სატკივარს ჩუმად ვიზიარებდი. მეც მასთან ერთად სხვა პალატაში ვტიროდი, მახსოვს მუჭი შევკარი და ცრემლიანი თვალებით ღმერთს ვთხოვდი მე მოვეკალი და ამ ქალის შვილისთვის სიცოცხლე დაებრუნებინა. უცნაურია მტკიოდა იმ ქალის სატკივარი რომლის სიტყვებიც დღესას ბეჯითად მინგრევს ცხოვრებას. შეუძლია ყველაზე ბედნიერ წამს გონებაში უეცრად ამოტივტივდეს და ყველაფერი ჩააშხამოს იმ რეალობით რომ არასასურველი ხეიბარი ბავშვი ვიყავი.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев