Предыдущая публикация
ღამეებს ვათეთრებ უძიროს,
ფიქრიდან ფიქრამდე ვთენდები.
ქუჩებში დავდივარ უძილო,
მირაჟებს ვეტრფი და ვნებდები.
და მაინც ძილია ძილამდე,
თვალები შემომრჩნენ თილისმად,
ღამეებს ვათენებ დილამდე,
და წყვდიადს მივყავარ დილიდან.
იქ სადაც სიცოცხლე უდაოდ,
სუნთქვაა მშვიდად და მარტივად,
თარიღებს ქარს ვატან უაზროდ
და მერე თვლას ვიწყებ თავიდან.
ძილიდან ძილამდე ფიქრებში,
თვალები შემომრჩნენ თილისმად,
სხივს ვეძებ უფერულ სიზმრებში
და წყვდიადს მივყვები დილიდან.
ნ. ღვინიანიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5