ბიოგრაფია
ფაჰრიე ევჯენი/FahryeEvçen
დაბ. თარიღი: 4 ივნისი, 1986
დაბადების ადგილი: ზოლინგენი, გერმანია
მოქალაქეობა: გერმანიის დროშა გერმანიათურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა: მსახიობი მოდელი
აქტიური: 2005-დან დღემდე
სიმაღლე -1,70 სმ
წონა - 59 კგ
მეუღლე - ბურაქ ოზჯივითი
ბიოგრაფია: 👇
იგი დაიბადა გერმანიაში, სოლენგენში, დედის მხრიდან ის ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთის ემიგრანტები არიან საბერძნეთიდან, ქავალადან. ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ის თურქეთში შვებულებაში იმყოფებოდა, მან მონაწილეობა მიიღო ოია აიდოღანის პროგრამაში, რომელმაც ფაჰრიე პროდიუსერ იბრაჰიმ მერთოღლუს გააცნო. სანამ ის სწავლობდა სოციოლოგიას დიზელდორფის ჰაინრიხ-ჰაინის უნივერსიტეტში, მან მიიღო შეთავაზება, სერიალზე მსახიობად ეთამაშა, ფაჰრიე დათანხმდა სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო როლი იყო სერიალ Yaprak Dökümü- ს პერსონაჟი ნეკლასი. მისი პირველი კინემატო დებიუტი იყო ფილმ Cennet- თან ერთად, რომელიც გამოვიდა 2008 წელს, და ამავე წელს იგი წამყვან როლში გადაიღეს ფილმში Aşk Tutulması. რადგან ფაჰრიემ ვერ დაასრულა სწავლა გერმანიაში, იგი ჩაირიცხა ბოჟაზიჩის უნივერსიტეტში და სწავლობდა ისტორიას. მან მოგვიანებით ითამაშა პერსონაჟი ფერიდე სერიალ Çalıkuşu-ში. მოგვიანებით მსახიობობა მონაწილეობა მიიღო ფილმში Aşk Sana Benzer. 2017 წელს კი ელენე კარადმას როლი შეასრულა სერიალ Engin Akyürek–ში. მას ასევე ნათამაშები აქვს ფილმში- Sonsuz Aşk. თურქული მედია ვარსკვლავური წყვილის, ფაჰრიე ევჯენისა და ბურაქ ოზჩივიტის ოჯახში უახლოეს დროში მოსალოდნელ მატებაზე ალაპარაკდა.
ევჯენის ფეხმძიმობის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობმა განაცხადა, რომ ახალ სეზონზე არც ერთ პროექტში არ გამოჩნდება, გადაღებების ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამის მიზეზზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გააქტიურდა, როცა მსახიობი ქმართან ერთად სტამბოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააფიქსირეს, სადაც მისი წონაში მატება აშკარად შესამჩნევი იყო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1