ლამაზ ფერებში გამოხატულ ოცნებებს მრავალს,
გულის სიღრმეში შექუჩებულ ფიქრებს მიმალულს,
გზა რომ მიეცა ,ანთებულა,გიზგიზებს ხანძრად.
იმ პირველ თრთოლვას, დაუვიწყარ იმ ძვირფას წამებს,
სიცოცხლის ხალისს და ყველაფრის აღქმას სხვა თვალით,
იმ პირველ კოცნას,სიხარულით იმ ბრწყინავ თვალებს,
აღფრთოვანებას,რომლის მსგავსი სხვა არრა არის.
პირველ სიყვარულს,სიხარულის ცრემლებსაც პირველს,
გრძნობის იმ მორევს სულიც გულიც რომ დაუპყრია,
გულის იმ ძგერას,თან რომ ახლავს სიყვარულს,იმედს
და იმ ტკბილ გრძნობას გულს რომ სხვა დროს არ განუცდია.
სიყვარული ხომ ფრთები არის, ფრთები სიმხნევის,
ლაჟვარდ ცაში რომ ოცნებებით სავსეს გატარებს,
ბრწყინავ,გრძნობისგან გათანგულხარ ,სავსე იმედით
და არაფერი,არაფერი აღარ გადარდებს.
მაშ გაუმარჯოს,გაუმარჯოს გრძნობის ამ ხანძარს,
გულს დასაწვავად,დასაფერფლად რომ მოსდებია,
პირველ სიყვარულს,პირველ კოცნას,ოცნებებს ლამაზს,
მათ მბრწყინავ შუქსაც სულს და სხეულს რომ მოჰფენია!
Ichqaret registraciaa ufasoaa es megobroba.in aris...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1