თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის,
დალევენ ღვინოს და ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო, ეგებ ვიგრძნო ძალა ამქვეყნის,
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევიოს,
დამალევინეთ,გეხვეწებით დამალევინეთ,
მაგრამ არცერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ.
მე ხომ ისედაც მუხლმოდრეკით ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და ჩავისუნთქო სული შენი რუხი კვამლივით.
შენ მაშინ მოხვალ როცა უკვე გვიან იქნება,
შენს სიყვარულში დაფერფლილი სხვისი ვიქნები,
იქნებ კიდევაც მოგენატროს ჩემთან შეხვედრა,
მაგრამ რას იზავ,მაშინ უკვე დედა ვიქნები.
მაშინ მიხვდები რად მიყვარდი მე გაგიჟებით,
ან ასე ძაან რად დამთოვეს თმებში ფიქრებმა,
მაშინ მიხვდები რად მიყვარდი მე გაგიჟებით,
მაგრამ იცოდე მაშინ უკვე გვიან იქნება.
Madloobt yuradgemistviin ....shemogviertdit megobroba.in am satzee samegobroo chatiaa sadac sheidzeent uamrav megobarss.:)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев