Предыдущая публикация
რამდენ
ღალატს გავუსწორე
თვალი,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
მივუტევებ, მივუტევებ,
რადგან...
ჩემში მინდა დაგაბრუნო
ღმერთო...
რამდენ ტყუილს შეეჩვია
თვალი,
რა ცრუ სიტყვებს შეეჩვია
ყური,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
რადგან შენ ხარ
მაგალითი ღმერთო..
ასე ხდება, ძმა ძმას კლავს
და ყიდის,
ქონებისთვის
ერთმანეთსაც ვებრძვით,
წრფელი გული იკარგება
ჩვენში,
ვიტყუებით, პირში
ლიქვნით, ქებით,,
ვერ შევძელით, ვერ
შევძელით ღმერთო,
რომ სიკეთე შეგვძლებოდა
სხვისი,
ვქექავთ, ვეძებთ სხვის
ცოდვებს და მერე
ჩვენ ხომ მხოლოდ
დაყვედრება ვიცით..
რამდენ ღალატს
გავუსწორე თვალი,
რა ცრუ გზებზე გავიარე
უწინ,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
რადგან შენ ხარ
სიყვარული, ღმერთო - ))
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев