ზემოთა ორ ნაწილში გამოსახულია ქალაქ ბარსელონას დროშა (ანუ წმინდა გიორგის ჯვარი და კატალონიის დროშა). ქვედა ნაწილში მდებარეობს ტყავის ბურთი კლუბის ფერების — ლურჯ-ბროწეულისფერი ზოლების ფონზე. ფარის ცენტრში ოქროსფერ ზოლზე, რომელიც გერბის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს გამოყოფს, გამოყვანილია კლუბის ინიციალები FCB (Football Club Barcelona).
კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა კლუბის გერბის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ფაქტობრივად ყოველთვის ერთნაირი დიზაინით — ძირითადად საქმე ეხებოდა კოსმეტიკურ ცვლილებებს. ამგვარად, დღიდან შექმნისა კლუბი იყენებდა ქალაქ ბარსელონას გერბს, რითაც ხაზს უსვამდა მჭიდრო კავშირს მშობლიურ ქალაქთან და მხოლოდ 1910 წელს ხელმძღვანელობამ დააყენა საკუთარი გერბის შექმნის საკითხი. ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კარლეს კომამალამ. ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდში აბრევიატურა „FCB“ შეიცვალა „CFB-ზე“ (Club de Futbol Barcelona), ოთხი წითელი ვერტიკალური ხაზი ემბლემის ზედა მარჯვენა ნაწილში სახელმწიფოს შეკვეთით შეიცვალა ორზე, რათა იგი არ დამსგავსებოდა კატალონიის დროშას.
1949 წელს დროშა ისევ გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე, რაც დაკავშირებული იყო მის 50 წლის იუბილესთან, ხოლო 1974 წელს დაბრუნდა კლუბის სახელწოდების ინგლისური ვარიანტი, შესაბამისად აბრევიატურაც ძველი გახდა.
კლუბის ემბლემამ თანამედროვე სახე მიიღო 2002 წელს დიზაინერ სერახიმ კლარის დამსახურებით. გერბის მოყვანილობამ უფრო გლუვი ფორმები მიიღო — დაბლა სამკაპის ნაცვლად დარჩა ერთი პირი, იგივე მოხდა გვერდებზეც. ასევე წაიშალა წერტილები, რომლებიც აცალკევებდა კლუბის ინიციალებს და შეიცვალა თვითონ აბრევიატურის დაწერის ტიპი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев