მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რეიკარდი, „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი.
მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძველი დიდების დაბრუნება. კლუბში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მსოფლიო ჩემპიონი რონალდინიო, დეკუ, ოლიმპიური ჩემპიონი სამუელ ეტო’ო, რაფაელ მარკესი. გარდა ამისა ამ დროისთვის თავისი ნიჭი სრულად გამოავლინეს კლუბის აღზრდილებმა: ლიონელ მესიმ, კარლეს პუიოლმა (რომელმაც კაპიტნის სამკლაური მიიღო), ნახევარმცველებმა ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ, ასევე მეკარე ვიქტორ ვალდესმა. გუნდში ასევე მოვიდნენ გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი. ამ შემადგენლობით „ბარსელონამ“ უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.
რეიკარდის პირველ სეზონზე (2003-04) გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, უკვე მეორე სეზონისთვის კი (2004-2005) დამაჯერებლად გაიმარჯვა პრიმერაში და ესპანეთის სუპერთასიც აიღო. „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე სეზონზე რონალდინიო, „ბარსას“ შეტევის ლიდერი, გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით და მიიღო ოქროს ბურთი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев