სიხარულით დავფრინავ :x იცი რა ბედნიერი ვარ? სიგიჟემდე მიყვარხარ! შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, შენ მე მათბობ და უზომო სიყვარულით მავსებ, არ მეგონა თუ ვინმე ესე შემიყვარდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. თუ სულ ასეთი იქნები გეფიცები ყველაზე ბედნიერი ვიქნები მთელ მსოფლიოში შენს გვერდით. ასე იქნები შენც გპირდები!
ვგიჟდები შენზე ისეთი ხარ როგორზეც ალბათ ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემთვის ყველაზე მისაღები, რასაც ადამიანში ვაფასებ ყველა თვისებაა შენში თავმოყრილი. ბევრი რამ შეიცვალა, მიხარიხარ ასეთი რომ ხარ, სხვანაირი ვერც წარმომიდგენია ჩემს გვერდში. ჩემი ცხოვრების აზრი გახდი! შენი ჩახუტებით მეც ვიმუხტები და უზარმაზარი სითბოთი ვივსები, იმ წუთებში ყველაფერ მავიწყდება და ჩერდება, თითქოს სხვა განზომილებაში ვჩნდები...
მიყვარხარ ასეთი როგორიც ხარ და არასდოდეს შეიცვალო... ბედნიერი ვარ შენ რომ არსებობ და თან ჩემთვის! ბედნიერი ვარ როცა ჩემთან ხარ და გიყურებ, ბედნიერი ვარ როცა გიჟობ და სიყვარულით ათას რამეს სულელობ :-D შენ ვერ წარმოიდგენ მაგ დროს ჩემი გული რას გრძნობს, წუთში 300 დარტყმა!!! ჩემი ყველაზე დიდი სიგიჟე ხარ, ჩემი ხარ მარტო და მთლიანად !!! ჩემი თვალებციმციმა, მიყურებ და ბრჭყვიალა ვარსკვლავები რომ გახატია თვალებში თუ იცი? :-D ჩემი ცხოვრება ხარ... შენთან რომ ვარ სულ სხვანაირი ვხდები :x იცი რა ბედნიერი ვარ? მიხარია ყველაფერი რაც მოხდა... სხვანაირად ვერ გავიგებდი როგორ ძლიერ გყვარებივარ და როგორი ხარ, ადრე რომ ვჩხუბობდით ისევ მინდოდა შენთან შერიგება, მაგრამ რაღაც მომენტში ვნანობდი თუ რატომ შეგიყვარე.. თავს ძალას ვატანდი რო გადამეყვარებინე, მაგრამ ეხლა რომ ვჩხუბობთ ყველაფერს ახსნას ვუძებნი. მახსენდება ყველა შენი თბილი სიტყვა, შენი სიყვარული მიბათილებს იმ სიბრაზეს :x
როცა გიბრაზდები იმას არ ნიშნავს რომ აღარ მიყვარხარ, უბრალოდ მინდა ისე იქცეოდე რომ არ ვინანო არასდროს შენს გვერდით ყოფნა , ისე ძლიერად მიყვარხარ ისე ვიქცევი შენთან რომ ჩემი თავის მე თვითონ მიკვირს ))) მიყვარხარ ჩემი სუნთქვა, სული მეკვრება ისე მიყვარხარ, აი სუნთქვა მიჭირს ხანდახან როცა ჩემთან ხარ და ძალიან მაგრად მეხუტები :x
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев