Предыдущая публикация
მომენატრება ჩემი ბავშვობა
ჩვეულებრივი სიცელქე ბავშვის
ანდა თამაში დახუჭობანა
ერთი,ორი და ბავშვობა გარბის
ვის არ უყვარდა ეკლესიაში
ხატზე ამბორი ,სანთლის ანთება
ან ღმერთის მიმართ მხურვალე ლოცვა
და ჩვენს ფანჯრებში სხივის ნათება
ერთხელ ვიყავი სვეტიცხოველში
გიორგობის დღეს მშობლებთან ერთად
და მივიყვანეთ წმინდა ცხოველი
ეკლესიასთან, ღვთის სადიდებლად
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев