Предыдущая публикация
რა მახლობელი ხარ ძვირფასო დედა,
როცა გიცქერი მაგ შენს თვალებში,
ო...რამოდენა სიყვარულს ვხედავ,
სხვაგან ვცხოვრობდე,რა მოხდა მერე,
მე საუკუნოდ შენი ვარ დედა,
შენი სისხლის და გენების ნაწილს
ვიცი რომ მიხმობ როცა ვერ მხედავ
ეს გული როცა შენსკენ მოიწევს,
შენს გულშიც ვიცი უკვე რაც ხდება.
კარს შემოვხსნი და თბილად ნათქვამი,
''დედა გენაცვალოს'' ჭიშკარში მხვდება,
მაგ შენს ჭაღარას როცა ვუცქერი,
იმ ღამეების ნაკვალევს ვხედავ,
ბევრჯერ რომ თეთრად დაგთენებია
და იმ ტანჯვისთვის მე ახლა ვღელავ,
ახლა რადგანაც მე უკვე ვიცი,
შვილებისათვის ვინ არის დედა,
ღმერთო, ამას გთხოვ,დიდხანს მიცოცხლე,
ძალიან დიდხანს მაჩუქე დედა!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4