ჰოი, შავბნელო, რამდენს ბედავო.
მადლი წაგერთვათ ცოდვაში მყოფებს,
შვილს გიროზგავენ, უფლის დედაო.
ეშმას უღიმის ჯალათის თვალი,
დაბრმავებია ცოდვას ხედვაო,
ბრბოში ანათებ წმინდანი ქალი,
შვილს მიაცილებ უფლის დედაო.
ვაი, დაბნელდა სამყარო მთელი,
გახილეს ქრისტეს ჯვარზე ჭედვაო,
შენს წინ აღმართეს ხის მძიმე ძელი,
და ზედ გაგიკრეს შვილი დედაო.
ზეცას სცვიოდა ცრემლები ცხელი,
გუშინ ნათობდა მთვარე –მზედაო,
ნამსჭვალ ტერფებზე რომ გედო ხელი,
შენ რა გტკიოდა უფლის დედაო..
როგორ შესძელი დედაო ღვთისა,
ღმერთმა რა ძალა მოგცა ნეტაო,
როს დედამიწას დაადგა რისხვა,
შენ ლოცულობდი მათთვის დედაო.
სულში გაჰქონდა თმენას კივილი
ცოდვილნო ნუთუ გიჭირთ ხედვაო?!
ჯვარზე გაკრული შვილის ტკივილი,
ვით აიტანე უფლის დედაო.
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12